10 მარტი 2025,   23:35
ვრცლად
საკონტეინერო გემთან შეჯახების შემდეგ, ნავთობმზიდი ტანკერი აფეთქდა, რაც ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეს ქმნის - შემთხვევა ბრიტანეთის სანაპიროსთან მოხდა

დიდ ბრიტანეთში, იორკშირის სანაპიროსთან საკონტეინერო გემთან შეჯახების შემდეგ, ნავთობმზიდი ტანკერი აფეთქდა, რაც ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეს ქმნის. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

აშშ-ის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი MV Stena Immaculate-ი პორტუგალიის დროშის ქვეშ მცურავ საკონტეინერო ხომალდ MV Solong-ს შეეჯახა, როდესაც ჰამბერის, ესტუარიის სანაპიროსთნ ჩერდებოდა.

მედიის ცნობით, შეჯახება დღეს დილით მოხდა. აფეთქების შედეგად წარმოქმნილი მასშტაბური ხანძრის გაკონტროლება მეხანძრეებს უჭირთ.

დღის ამბები