11 მარტი 2025,   02:39
ვრცლად
"ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ყველა ოპოზიციური პარტია მიიღებს - რა პოზიცია აქვთ ხელისუფლების ოპონენტებს საკითხთან დაკავშირებით

ერთადერთი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, რომელსაც ამ დროისთვის მკაფიოდ გაცხადებული პოზიცია აქვს, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობაა" - სააკაშვილის პარტიაში აცხადებენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ და იმავეს მოუწოდებენ სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც.

"ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებით, გახარიას, ხაზარაძის და გვარამიას პარტიებში კონკრეტულად არ ამბობენ მიიღებენ თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. ამ თემაზე შეკითხვას ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი ისევ საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით პასუხობს.

"ქართული ოცნების" ოპონირებას "გირჩი" გეგმავს. პარტიაში, რომელიც საპარლამენტო მანდატების გარეშე დარჩა, ახლა დარწმუნებულები არიან რომ ნაკლები კონკურენციის პირობებში საკრებულოში ადგილს დაიკავებენ.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიცია უცხოელი პარტნიორების მითითებით მოქმედებს და ამ შემთხვევაშიც მათ დავალებას შეასრულებს. მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ყველა მიიღებს

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 69 მუნიციპალიტეტში 4 ოქტომბერს ჩატარდება. არჩევნების თარიღს ოფიციალურად საქართველოს პრეზიდენტი გამოაცხადებს. საარჩევნო პროცესში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტებს 4%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა მოუწევთ.

ავტორი: სიმონ შანავა. 

დღის ამბები