11 მარტი 2025,   02:30
ვრცლად
"პარიზში თავს კარგად ვგრძნობ, ბევრს ვმუშაობ და ვფიქრობ, კიდევ უფრო კარგად თამაში შემიძლია, ვმუშაობ, რომ უკეთესი და უკეთესი ვიყო" - ხვიჩა კვარაცხელია

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში პარი სენ-ჟერმენი ლივერპულს "ენფილდზე" ესტუმრა. მატჩამდე პრესკონფერენცია პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ, ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად გამართა.

კვარამ პარი სენ-ჟერმენის ადაპტაციის პერიოდსა და გუნდთან ინტეგრირებაზე ისაუბრა:

"აქ თავს კარგად ვგრძნობ, ჩემი ადაპტაცია ყველას დახმარებით გამარტივდა. ბევრს ვმუშაობ და ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო კარგად თამაში შემიძლია. ვმუშაობ, რომ უკეთესი და უკეთესი ვიყო," - აღნიშნა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-ლივერპულის მატჩი 11 მარტს, თბილისის დროით, 23:55 საათზე გაიმართება.

დღის ამბები