
"ქალი XXI საუკუნეში" - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, მრავალშვილიანი დედების მხარდამჭერი ღონისძიება გაიმართა. სადაც აფხაზეთიდან დევნილი,მრავალშვილიანი, სხვადასხვა სფეროში წარმატებული ქალბატონები დააჯილდოვეს. ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა საზოგადოებაში ქალთა როლის გაძლიერების აუცილებლობაზე და წარმატებული მრავალშვილიანი დედების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.