
სოციალურ ქსელ X-ზე შექმნილი შეფერხების შესახებ ილონ მასკი აცხადებს, რომ განხორციელდა კიბერშეტევა.
"ჩვენ არ ვიცით ზუსტად რა მოხდა, მაგრამ კიბერთავდასხმა X-ზე სისტემის მწყობრიდან გამოყვანის მიზნით, უკრაინის ტერიტორიაზე შექმნილი IP მისამართებით მოხდა," – აღნიშნა მასკმა.
X-ის ალგორითმის შეფერხებაზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო პრო პალესტინურმა ჰაკერულმა ჯგუფმა ""დარქ სთორმ თიმმა".