11 მარტი 2025,   23:41
ვრცლად
"მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია გარედან წამოსული დავალებები, რა მითითებებს მიიღებენ ისინი -მიიღონ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა" - ნინო წილოსანი ოპოზიციაზე

ვინ მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში - "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ვერ ხედავენ არჩევნებში მონაწილეობის აზრს.

დანარჩენ ბარიერგადალახულ პარტიებში ახალი არჩევნების მოთხოვნის პარალელურად, გადაწყვეტილების მიღებამდე, მოვლენების განვითარებას ელოდებიან.

4 ოქტომბრისთვის კი უკვე ემზადება "გირჩი". მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას გარე პატრონების დავალებების შესაბამისად მიიღებს.

"პოლიტიკური პარტიები, ვინც პირწმინდად დამარცხდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში და მათ ჩაუვარდათ ის ალტერნატიული სცენარები, რომლისთვისაც ემზადებოდნენ - ახლა ვერ გარკვეულან რა პოზიცია დაიჭირონ თვითმმართველობის არჩევნებში. ისინი საკმაოდ მძიმე პოლიტიკური წარსულით იქნებიან წარმოდგენილები და ამიტომ, დარწმუნებული ვარ, საკუთარი ამომრჩევლის იმედიც არ აქვთ. ახლა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია გარედან წამოსული დავალებები, რა მითითებებს მიიღებენ ისინი -მიიღონ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.

დღის ამბები