11 მარტი 2025,   23:39
ვრცლად
"გამკაცრება შეეხება ნარკოტიკების გამსაღებლების პირად ქონებას, რომელიც ამ ბინძური საქმით დააგროვეს, ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ რასაკვირველია ლოიალურია სახელმწიფო" - გიორგი ვოლსკი

"ქართული ოცნება" ნარკოპოლიტიკას ამკაცრებს - მმართველ გუნდში გამკაცრებული ნარკოპოლიტიკის დადებით შედეგებზე ამახვილებენ ყურადღებას.

უმრავლესობაში ხაზგასმით აღნიშნავენ იმასაც, რომ ნარკორეალიზატორებს მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი, 12-დან 20 წლამდე სასჯელი ან უვადო პატიმრობა ელით.

“ეს გამკაცრება შეეხება აგრეთვე ნარკოტიკების გამსაღებლების პირად ქონებას, რომელიც ამ ბინძური საქმით დააგროვეს. ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ რასაკვირველია ლოიალურია სახელმწიფო, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველამ უნდა იცოდეს, რომ ნარკოტიკების მოხმარება დაუკეტავს მათ გზას საჯარო სამსახურისკენ, განსაკუთრებით საგანმანათლებლო სფეროში," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

ანტინარკოტიკული რეფორმა ცვლილებებს ერთდროულად რამდენიმე კანონში ითვალისწინებს და ის მკაცრდება ნარკომომხმარებლების მიმართაც. უკვე 1 ივნისიდან იმ შემთხვევაში, თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი ან თუ პირი თავს აარიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, მას 3 წლით ჩამოერთმევა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

დღის ამბები