
"ქართული ოცნება" ნარკოპოლიტიკას ამკაცრებს. დაანონსებულ ცვლილებებს ეხმაურებიან ოპოზიციურ სპექტრში. მმართველი გუნდის ოპონენტები თვლიან, რომ სასჯელის გამკაცრება არაფერს შეცვლის და გამკაცრების ნაცვლად ხელისუფლება ნარკოდამოკიდებულ პირებს უნდა დაეხმაროს.
"ამომრჩეველმა უბრალოდ არ იცის და ეს არის უცოდინარობაზე თამაში, რადგანაც ჩვენი ნარკოპოლიტიკა იმდენად მკაცრია, რომ მისი გამკაცრება უბრალოდ შეუძლებელია. იმ დანაშაულებზე, რაც ბატონმა მდინარაძემ თქვა, უკვე სადამო პატიმრობამდეც კი არის სანქციები შემოღებული. რეალურად დარჩა ის, რომ სანამ ადამიანს ციხეში გაუშვებ, ხელ-ფეხები დააჭრა და ისე გაუშვა, თორემ თუ შეგიძლია ჩასვა 8-დან 20 წლამდე, ან სამუდამო პატიმრობა მიუსაჯო, არაფერი არ შეიცვლება,"- აცხადებს პარტია ”გირჩის” სათათბიროს წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.