09 მარტი 2025,   17:45
ვრცლად
სენაკში ავარიას 27 წლის გოგო ემსხვერპლა - ავტომობილი გზიდან გადავარდა

სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევას, 27 წლის გოგო ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომელსაც იგი მართავდა გზიდან გადავარდა და გარე განათების ბოძს შეეჯახა.

გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები