10 მარტი 2025,   00:40
ვრცლად
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი მაშინ პოლიტიკურად არაადეკვატურია - ირაკლი ფავლენიშვილი

ვინ ჩაერთვება საარჩევნო მარათონში? - თვითმმართველობის არჩევნებამდე 7 თვით ადრე, ოპოზიციის ნაწილი ისევ ფიქრობს.

ბარიერგადალახულებს შორის ერთადერთი, "ნაციონალური მოძრაობაა", ვინც პირდაპირ ამბობს, რომ შემოდგომაზე, საკუთარ რეიტინგს აღარ გაზომავს.

ბარიერგადალახულების ნაწილი კი ფიქრობს, რომ მუნიციპალურ არჩევნებამდე ჯერ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.

ერთადერთი ოპოზიციური პარტია, ვინც მკაფიოდ ამბობს, რომ საზოგადოების მხარდაჭერას პროცენტებში, კიდევ ერთხელ გაზომავს "გირჩია".

სახელისუფლებო გუნდში, სადაც მორიგი დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადებიან, ამბობენ, რომ საპარლამენტო არჩევნები 2028 წლამდე არ გაიმართება.

"ერთიანობა ნაციონალური" მოძრაობის წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების ფონზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება არაადეკვატურად მიაჩნია.

"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი მაშინ, როცა ყველა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლება ფაქტობრივად ჩამორთმეული გვაქვს, პოლიტიკურად არაადეკვატურია. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში პოლიტიკური დემონტაჟი მხდება მერე ყველა არჩევნებს ექნება აზრი", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

დღის ამბები