09 მარტი 2025,   18:04
ვრცლად
დონალდ ტრამპი: "ვფიქრობ, რომ პუტინი აკეთებს იმას, რასაც ნებისმიერი სხვა გააკეთებდა... მგონია, რომ მას უნდა შეთანხმების მიღწევა"

"ვფიქრობ, რომ პუტინი აკეთებს იმას, რასაც ნებისმიერი სხვა გააკეთებდა" - ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტების კითხვას - "სარგებლობს თუ არა პუტინი იმით, რომ აშშ-მა შეაჩერა უკრაინისათვის დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება":

"ვფიქრობ, რომ ის აკეთებს იმას, რასაც ნებისმიერი სხვა გააკეთებდა. მგონია, რომ მას უნდა ამის შეჩერება და შეთანხმების მიღწევა, და ვფიქრობ, ახლა უფრო ძლიერად უტევს, ვიდრე ადრე. ასევე ვფიქრობ, რომ ამ პოზიციაში მყოფი ნებისმიერი ადამიანი ახლა იმავეს გააკეთებდა. მე ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა პუტინთან, მას სურს ომის დასრულება,"- აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დღის ამბები