09 მარტი 2025,   17:49
ვრცლად
გიორგი ცაგარეიშვილი და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ხათუნა ცერცვაძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულს დავით ნოზაძესა და რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ხათუნა ცერცვაძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულს დავით ნოზაძესა და რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ადგილობრივი მოქალაქეების დასაქმებაში ხელშეწყობისა და მათი ეკონომიკური გაძლიერების შესაძლებლობები განიხილეს.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებს სააგენტოს სერვისებისა და პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

მხარეები ერთობლივი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებასა და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

დასაქმების სახელმწიფო სააგენტო განაგრძობს ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან შეხვედრას და მათთან ერთად მოქალაქეების გაძლიერების მიზნით სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვას.

 

 

დღის ამბები