
მარნეული-ბოლნისის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავდა 4 ადამიანი, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილები.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების შესაბამისი ჯგუფი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.