10 მარტი 2025,   00:39
ვრცლად
"ზოგიერთი მთავრობა ბულინგს მიმართავს და დაჟინებით ითხოვს მოლაპარაკებებს, თუმცა მათი მიზანი არა პრობლემების გადაჭრა, არამედ დომინირებაა" - აიათოლა ალი ხამენეი აშშ-ზე

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ამბობს, რომ აშშ ბულინგის ტაქტიკას იყენებს. ხამენეიმ ეს განცხადება, დონალდ ტრამპის წერილის საპასუხოდ, თეირანში გააკეთა.

ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ირანი ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას დათანხმდება. სიტყვით გამოსვლისას ხამენეიმ თქვა, რომ ოფიციალური ვაშინგტონის მხრიდან მსგავსი მოლაპარაკების შეთავაზების მიზანი მხოლოდ დომინირება იყო და არა პრობლემის გადაჭრა.

"ზოგიერთი მთავრობა ბულინგს მიმართავს და დაჟინებით ითხოვს მოლაპარაკებებს, თუმცა მათი მიზანი არა პრობლემების გადაჭრა, არამედ დომინირებაა. მათი მიდგომა ასეთია: "ვისხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა მეორე მხარე დავავალდებულოთ იმის გაკეთებაში, რაც ჩვენ გვსურს. თუ დაგვთანხმდებიან - კარგია; თუ არა, ხმაურს გამოვიწვევთ და ვიტყვით, რომ მათ მოლაპარაკებებს თავი აარიდეს. პრობლემა მხოლოდ ბირთვულ საკითხში არ მდგომარეობს, რაზეც ახლა მსჯელობენ. ისინი ახალ მოთხოვნებს დააყენებენ — მოთხოვნებს, რომელთა შესრულებას ირანი, ბუნებრივია, არ დათანხმდება — ქვეყნის თავდაცვით უნარიდან და საერთაშორისო გავლენიდან გამომდინარე", - განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.

დღის ამბები