
გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი ახლა აბსოლუტურად უტევს უკრაინას ბრძოლის ველზე, მე მტკიცედ განვიხილავ რუსეთის მიმართ მასშტაბურ საბანკო სანქციებსა და ტარიფებს, ვიდრე ცეცხლის შეწყვეტა და საბოლოო სამშვიდობო შეთანხმება არ შედგება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ truth-ზე დაწერა.
მან ასევე მოუწოდა რუსეთსა და უკრაინას: "დასხედით მოლაპარაკებების მაგიდასთან ახლავე, სანამ ძალიან გვიანი არ არის," - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.