09 მარტი 2025,   18:42
ვრცლად
"საქართველოს დელეგაციისთვის მნიშვნელოვანია ორი პრინციპული თემა - დევნილთა დაბრუნება და რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან" - საგარეო უწყება ჟენევის მოლაპარაკებებზე ინფორმაციას ავრცელებს

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდი გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, ესენია, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობა და დევნილების საკუთარ სახლებში ღირსეული დაბრუნება. ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის მნიშვნელობას.

დელეგაციამ შეშფოთება გამოხატა მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციაზე, და ამ კონტექსტში, დროებით ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსეთის უკანონო საზღვაო ბაზის მშენებლობისა და სოხუმის აეროპორტის ამოქმედების ფაქტებზე. დაგმო საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას თქმით, "საქართველოს დელეგაციისთვის მნიშვნელოვანია ორი პრინციპული თემა. ეს არის დევნილთა დაბრუნება და რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან."

 

დღის ამბები