
საქართველოში აკრედიტებული არარეზიდენტი ელჩები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს ეწვივნენ. დიპლომატები ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას.
მათ მიიღეს ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობისა და ადგილობრივი მოსახლეობის მძიმე ჰუმანიტარული პრობლემების შესახებ.
დელეგაციის შემადგენლობაში 11 ქვეყნის ელჩები არიან.