
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებს - გიორგი ზურაბაშვილს და ხათუნა თოთლაძეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს საქართველოში ბელგიის სამეფოს, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს, კვიპროსის რესპუბლიკის, კამბოჯის სამეფოს, ტაჯიკეთის, გვატემალის, ფილიპინების, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის, სომალის ფედერაციული რესპუბლიკის, ბურუნდის რესპუბლიკისა და მალის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩებმა.
რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის შემდეგ მინისტრის მოადგილეებმა შეხვედრები გამართეს ელჩებთან, მიულოცეს მათ დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატება უსურვეს მომავალ საქმიანობაში.
შეხვედრებზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები და ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები.