09 მარტი 2025,   18:25
ვრცლად
ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე, იშვიათი ციკლონი მილიონობით ადამიანს საფრთხეს უქმნის

ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე, იშვიათი ციკლონი მილიონობით ადამიანს საფრთხეს უქმნის. მედიის ცნობით, ადგილობრივები ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ქარიშხლისთვის ემზადებიან. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტროპიკული ციკლონი "ალფრედი", რომელიც სიძლიერით 1 კატეგორიის ატლანტიკური ქარიშხლის სიძლიერის ეკვივალენტურია, მოსალოდნელია, რომ პარასკევს დილით, ქუინსლენდის დედაქალაქ ბრისბენის სამხრეთ ნაწილს დაატყდება თავს, სადაც 2,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

"ეს იშვიათი მოვლენაა - ტროპიკული ციკლონი იმ რაიონში, რომელიც არ არის კლასიფიცირებული ტროპიკების ნაწილად, აქ სამხრეთ-აღმოსავლეთ ქუინსლენდში და ჩრდილოეთ ახალ სამხრეთ უელსში“, - განაცხადა პრემიერმა ენტონი ალბანესმა ოთხშაბათს ბრისბენში სიტყვით გამოსვლის დროს.

 

დღის ამბები