09 მარტი 2025,   18:45
ვრცლად
"უკრაინა და ამერიკა იმსახურებენ ერთმანეთის მიმართ პატივისცემით სავსე დიალოგს და მკაფიო პოზიციას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე სრულმასშტაბიან ომში სიცოცხლის გადარჩენას ეხება" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"უკრაინა და ამერიკა იმსახურებენ ერთმანეთის მიმართ პატივისცემით სავსე დიალოგსა და მკაფიო პოზიციას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე სრულმასშტაბიან ომში სიცოცხლის გადარჩენას ეხება", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საუბრობს.

ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა გაწეული დახმარებისთვის შეერთებული შტატების სამუდამო მადლიერი იქნება.

"დღეს ბევრს ერთი კითხვა აწუხებს: თუ რა ხდება სამომავლოდ აშშ-ის დახმარებასთან დაკავშირებით? მე დავავალე უკრაინის თავდაცვის მინისტრს და დიპლომატებს, დაუკავშირდნენ ამერიკელ კოლეგებს და მიიღონ ოფიციალური ინფორმაცია. ხალხს არ უნდა უწევდეს ვარაუდებით ცხოვრება. უკრაინა და ამერიკა იმსახურებენ ერთმანეთის მიმართ პატივისცემით სავსე დიალოგს და მკაფიო პოზიციას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე სრულმასშტაბიან ომში სიცოცხლის გადარჩენას ეხება.

დახმარების შეჩერების შემთხვევაც უკვე გვქონდა. ადრე შეჩერდა ჰუმანიტარული და ენერგეტიკული მხარდაჭერა. სამხედრო დახმარებაც გაჩერდა ერთხელ, თუმცა მალე მისი აღდგენა მოვახერხეთ. უკრაინა სამუდამოდ მადლიერი იქნება შეერთებული შტატების დახმარებისთვის, რომელიც გაგვიწიეს და რასაც განაგრძობენ. ჩვენ უნდა გვეყოს ძალა, გავაგრძელოთ წინსვლა, ვცეთ პატივი ერთმანეთს — ისევე, როგორც ყოველთვის პატივს ვცემდით ამერიკას, ევროპას და ყველა ჩვენს პარტნიორს. მადლობა ყველას, ვინც უკრაინას ამ გზაზე უჭერს მხარს", - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები