15 იანვარი 2025,   11:20
ვრცლად
"ბათუმელების" დირექტორს მზია ამაღლობელს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. წინასასამართლო სხდომა 4 მარტს ჩაინიშნა. 

ამაღლობელი 2 დღის წინ, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. მას პროკურატურამ ბრალი 353-ე პრიმა მუხლით წაუყენა.
 
დღის ამბები