27 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
ზურაბ ქადაგიძე: სიები ჩახსნეს და არ აღიარებენ პარლამენტის ლეგიტიმურობას ისეთივე "გრამოფონის" არიაა, როგორც 2020 წელს ჯერ უარს ამბობდნენ პარლამენტის პრივილეგიებზე და ბოლოს, გაცდენილი სხდომების ანაზღაურებასაც ითხოვდნენ

ოპოზიციის მხრიდან საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის თემით მანიპულირებას ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე და განმართავს რას ნიშნავს სიების ჩახსნა და მანდატებზე უარის თქმა. ორივე შემთხვევაში, ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია გადაწყვეტილების გაჭიანურებას შეეცდება, რათა საკუთარი უფლებამოსილება შექმნილი ვითარების შესაბამისად გამოიყენოს.

"ძალიან მოკლედ!
1.  სიების ჩახსნა ნიშნავს ადგილმონაცვლეობის გაუქმებას ანუ, ნაციონალურმა მოძრაობამ თუ 16 კაცი გაიყვანა და პარლამენტისგან ამ უფლებამოსილცნობილმა თექვსმეტმა დეპუტატმა თქვა უარი, შემდეგი 16 ადამიანი ვეღარ შეძლებს ადგილმონაცვლეობას. სიები ჩახსნეს, ე.ი - 16 უფლებამოსილი პარლამენტარის შემდეგ აღარ არსებობს ახალი 16 კაცი.
●სიების ჩახსნა შესაძლებელია ცესკოზე მიმართვის საფუძველზე.
2. მანდატზე უარის თქმა ნიშნავს - საერთოდ უარს ამბობ პარლამენტარობაზე და პარლამენტის მიერ, საკუთარ უფლებამოსილებასა და პრივილეგიებზე.
● მანდატზე უარის თქმა შესაძლებელია მხოლოდ, პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე მიწერილი წერილის საფუძველზე.
P.S.
სიები ჩახსნეს და არ აღიარებენ პარლამენტის ლეგიტიმურობას ისეთივე „გრამოფონის" არიაა, როგორც 2020 წელს ჯერ უარს ამბობდნენ პარლამენტის პრივილეგიებზე და ბოლოს გაცდენილი სხდომების ანაზღაურებასაც ითხოვდნენ. 
ანუ, დღეს პარლამენტის 61 ოპოზიციონერი წევრია, რომელთა უფლებამოსილების შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ მათი პაპუაშვილისადმი პირადი მიმართვის საფუძველზე. 
P.P.S
დღეს  გვყავს 61 ოპოზიციონერი, რომელიც უბრალოდ სიტუაციას ელოდება, რომ საკუთარი უფლებამოსილება გამოიყენოს შესაბამისად. 
ასე რომ, თუ ვინმეს მანდატის დატოვება უნდა, დაწეროს განცხადება, არავინ უშლის.
მაგრამ, ვინ რას დაწერს, ეგ კინო ხომ ნანახი გვაქვს უკვე?!" -  წერს ზურაბ ქადაგიძე.

დღის ამბები