26 ნოემბერი 2024,   22:19
ვრცლად
იაპონიაში 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა - რა ვითარებაა ადგილზე

იაპონიაში, ნოტოს რეგიონში, რომელიც წლის დასაწყისში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებს ებრძვის, 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა ნოტოს ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროზე 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ცუნამის საფრთხე არ არსებობს.

აშშ-ის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ 6.1 მაგნიტუდა დააფიქსირა.

მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ცნობისთვის, 1 იანვარს ნოტოს რეგიონში 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 370-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, გზები და სხვა ინფრასტრუქტურა კი დაზიანდა.

დღის ამბები