26 ნოემბერი 2024,   01:52
ვრცლად
სამხრეთ კორეაში, ჯარში გაწვევის თავიდან ასარიდებლად, მამაკაცი სპეციალურად გასუქდა

სამხრეთ კორეაში, მამაკაცი, ჯარში გაწვევის თავიდან ასარიდებლად, სპეციალურად გასუქდა. ინფორმაციას The Korea Herald-ი ავრცელებს.

მეგობრის რჩევით, მამაკაცმა, სამხედრო სავალდებულო სამსახურის თავიდან ასაცილებლად, საკონტროლო აწონამდე, კალორიული საკვების მიღება შეწყვიტა და სითხის დალევა დაიწყო.

პირველი სამედიცინო შემოწმების დროს, 26 წლის ბრალდებული ჯანმრთელად ცნეს. თუმცა, საბოლოო შემოწმებაზე მას სიმსუქნის დიაგნოზი დაუსვეს - კორეელი, რომლის სიმაღლე 169 სანტიმეტრია, 102 კილოგრამს იწონიდა. მისი სხეულის მასის ინდექსმა 35,8 შეადგინა.

ექიმების გადაწყვეტილებით, მამაკაცი მხოლოდ არასაბრძოლო მოვალეობის შესრულებისთვის გამოდგებოდა.

სასამართლომ ახალგაზრდა მამაკაცი წონის განზრახ მატებით სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების მცდელობაში დამნაშავედ ცნო და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, ან ორწლიანი პირობითი მიუსაჯა.

დღის ამბები