26 ნოემბერი 2024,   01:24
ვრცლად
6 თვის ჩვილების მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა - რუსეთში, მთვრალმა დედამ შვილებს მძიმე დაზიანებები მიაყენა

რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, 6 თვის ტყუპების დედამ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, სავარაუდოდ, ბავშვებს მძიმე დაზიანებები მიაყენა. ერთ-ერთი ჩვილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე, მძიმე დაზიანებებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც რუსული მედია წერს, ჩვილებისთვის დაზიანებების მიყენების შემდეგ, დედამ ბავშვების სხეულები ჩანთებში ჩააწყო და ერთ-ერთი მაღაზიის წინ დატოვა. მაღაზიის თანამშრომლებმა სასწრაფო გამოიძახეს, თუმცა ექიმებმა ერთ-ერთი ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზა დაინიშნა. ბავშვების დედა დაკავებულია, საქმე კი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის მუხლებითაა აღძრული.

დღის ამბები