რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულებულია, პროტესტის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს. აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა.
აქციის მონაწილეებმა კარვები თავად დაშალეს და ისინი გზის სავალი ნაწილიდან გადაიტანეს. დაშალეს მთავარი სცენაც, საიდანაც აქციის ორგანიზატორები და ოპოზიციონერი ლიდერები რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართავდნენ.