
კოსოვოს ჩრდილოეთით დაძაბული ვითარების გამო აშშ და ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამენ. დასავლეთი მხარეებს სიტუაციის განმუხტვისა და პროვოკაციისგან თავის არიდებისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ ნათქვამია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისა და შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ერთობლივ განცხადებაში.
"ჩვენ ვმუშაობთ სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ვუჩიჩთან და კოსოვოს პრემიერ-მინისტრთან, ალბინო კურტისთან გამოსავლის ძიებაზე"- ნათქვამია ერთობლივ ინფორმაციაში.