
50-ზე მეტი დაღუპული და ათობით დაკარგული- ამერიკის შეერთებული შტატები დიდთოვლობასა და ძლიერ ქარიშხალს ებრძვის . ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი კიდევ გაიზრდება .განსაკუთრებით რთული ვითარება ნიუ იორკის შტატშია , სადაც ზოგიერთ ადგილზე თოვლის სიმაღლე თითქმის 2 მეტრს აღწევს .
გარდაცვლილთა ცხედრები იპოვეს ავტომანქანებში , სახლებსა და თოვლში. ზოგიერთ რეგიონში რეკორდული მინიმალური ტემპერატურა, -48 გრადუსი დაფიქსირდა . უამინდობით დაზარალებული შტატების დიდ ნაწილში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.
მოყინული გზების გამო, გაიზარდა ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვიც. 100 ათასობით ადამიანი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
უამინდობის გამო, ათასობით ავიარეისი გაუქმდა. დიდთოვობის შედეგად, ამერიკელების დიდმა ნაწილმა შობის დღესასწაულის ოჯახთან ერთად გატარება ვერ შეძლო.
მსხვერპლი მოყვა უამინდობას კანადაშიც . ქვეყნის მასშტაბით, ათასობით ავიარეისი გადიდო. კანადის ზოგიერთ ნაწილში მოსახლეობა ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი. უამინდობა შეერთებულ შტატებსა და კანადაში კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.