11 მარტი 2025,   23:54
ვრცლად
მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი სცენარისთვის, რუსეთი შეეცდება ახალ წლამდე დარჩენილი დღეები უკრაინელებისთვის ბნელ და რთულ დროდ აქციოს - ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსეთი შეეცდება, ახალ წლამდე დარჩენილი დღეები უკრაინელებისთვის ბნელ და რთულ დროდ აქციოს. მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი სცენარისთვის - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა მოსახლეობას მოუწოდა, სადღესასწაულო დღეებში საჰაერო თავდასხმის გამაფრთხილებელი სიგნალები არ

"​ამ წლის დასრულებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა. უნდა ვიცოდეთ, რომ მტერი შეეცდება ეს დღეები ჩვენთვის ბნელ და რთულ დროდ აქციოს. რუსეთმა წელს დაკარგა ყველაფერი, რაც შეეძლო, მაგრამ ცდილობს, თავისი დანაკარგები უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე სარაკეტო თავდასხმებით აანაზღაუროს.

სიბნელე ხელს ვერ შეგვიშლის ოკუპანტების დამარცხებაში, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი სცენარისთვის. გთხოვთ, ამ დღეებში ყურადღება მიაქციოთ საჰაერო განგაშის სიგნალებს. გთხოვთ, იზრუნოთ საკუთარ თავსა და ერთმანეთზე. როცა უკრაინელები ერთად არიან, მათ ვერავინ დაამარცხებს," - აცხადებს ზელენსკი. 

დღის ამბები