01 აპრილი 2025,   21:47
ვრცლად
"საქართველოს ხელისუფლებისთვის ეკონომიკური განვითარება ეროვნული ინტერესის დონის საკითხია, ამიტომ მთელი ყურადღება მიპყრობილია იმაზე, რომ ბიზნესს ჰქონდეს მეტი განვითარების შესაძლებლობა" - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს ხელისუფლებისთვის ეკონომიკური განვითარება, არის ეროვნული ინტერესის დონის საკითხი, ამიტომ მთელი ყურადღება მიპყრობილია იმაზე, რომ ბიზნესს ჰქონდეს მეტი განვითარების შესაძლებლობა," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ეკონომიკური ფორუმის პანელურ დისკუსიაში მონაწილეობის დროს განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მშვიდობის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ეწევა, ბიზნესს მეტი განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

"საქართველოს ხელისუფლებისთვის ეკონომიკური განვითარება, არის ეროვნული ინტერესის დონის საკითხი, ამიტომ მთელი ყურადღება მიპყრობილია იმაზე, რომ ბიზნესს ჰქონდეს მეტი განვითარების შესაძლებლობა.

ამ მხრივ, მშვიდობის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ეწევა, განსაკუთრებით ბოლო 3 წლის განმავლობაში არსებული გამოწვევების ფონზე, გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გვქონდეს ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი კონტინენტზე. ზუსტად ამ პოლიტიკის გაგრძელებით და ეკონომიკური თავისუფლების გარემოს უზრუნველყოფით, დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალშიც ქვეყანა მაღალი შედეგით იქნება წარმოდგენილები," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები