01 აპრილი 2025,   21:49
ვრცლად
დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა ამ წუთებში იწყება - პარლამენტში ელოდებიან ზაზა გოგავას, რომელიც 2008 წლის ომის დროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბს ხელმძღვანობდა

დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა ამ წუთებში იწყება - პარლამენტში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელს, ზაზა გოგავას ელოდებიან.  

დღევანდელ სხდომაზე 4 პირი გამოიკითხება - ლაშა ქოიავა, შალვა ჯანაშვილი, მამუკა ყურაშვილი და ზაზა გოგავა.

დღეს განხილვის მთავარი თემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი იქნება. სავარაუდოდ, კანონმდებლების კითხვები იქნება, თუ რამდენად სწორად გაიცემოდა, მათ შორის სამხედროების მისამართით ინსტრუქციები და როგორი იყო ომის მიმდინარეობა.

დღის ამბები