
ნარჩენების მართვისა და გარემოს დაცვის საკითხებზე, მოზარდებისთვის საინფორმაციო სესიები ტარდება.
"თბილსერვის ჯგუფის" ორგანიზებით, ამ თემასთან დაკავშირებით შეხვედრები დედაქალაქის 25 საჯარო სკოლაში ეწყობა. ინიციატივის მიზანი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებაა.