
თეთრის სახლის სპიკერი უარყოფს Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, აშშ-ში 240 ათასი უკრაინელისთვის დროებითი სამართლებრივი სტატუსის შესაძლო გაუქმების შესახებ.
"გავრცელებული ინფორმაცია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ რაზე საუბრობენ, არის ყალბი ამბავი. სიმართლე: ამ დროისთვის გადაწყვეტილება არ არის მიღებული," - წერს თეთრი სახლის სპიკერი X-ზე.
მანამდე, reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გეგმავს გააუქმოს დროებითი სამართლებრივი სტატუსი დაახლოებით 240,000 უკრაინელისთვის, რომლებმაც სამშობლო ომის გამო დატოვეს.