
სტატისტიკის ეროვნული სამსახური მორიგ მონაცემებს აქვეყნებს. ოფიციალური ინფორმაციით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 10 პროცენტით გაიზარდა და 62 მილიარდი ლარი შეადგინა.
საქსტატის მონაცემების თანახმად, ზრდის ტენდენციით ხასიათდება პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც.
რაც შეეხება დასაქმებულებს, ოფიციალური სტატისტიკით, მათი რაოდენობა ️3.8 პროცენტით გაიზარდა.