
საქართველოს ეროვნულ და აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ბაქოში ბანკების პრეზიდენტებმა მოაწერეს ხელი.
შეთანხმება ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
მხარეები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ.