
აქტივისტმა თემურ ქათამაძემ, 48-ე დღეს, შიმშილობა შეწყვიტა - ამის შესახებ კლინიკა "ვივამედის" დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა. ის კლინიკა "ვივამედშია" მოთავსებული.
"პაციენტი მოყვანილი იქნა ჩვენს კლინიკაში გუშინ საღამოს საათებში. მას ჩაუტარდა აუცილებელი კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური კვლევები, რაც საჭიროა კონკრეტულ შემთხვევაში. კონსულტირებული იქნა სხვადასხვა სპეციალისტის მიერ და პაციენტი მოთავსდა თერაპიულ განყოფილებაში.
მისი გადმოცემით, ეს იყო შიმშილობის 48-ე დღე. მდგომარეობა შეფასდა დამაკმაყოფილებლად. მას აეხსნა მოსალოდნელი გართულებების შესახებ და რაც კარგი ინფორმაცია არის, რომ მან სრულად გაითავისა ეს საფრთხეები, გაითავისა ეს რეკომენდაციები და პაციენტმა დღეს დილით შეწყვიტა შიმშილობა", - აცხადებს სამედიცინო ცენტრ "ვივამედის" სამედიცინო დირექტორი ზურაბ ჩხაიძე.