09 მარტი 2025,   19:11
ვრცლად
"თუ ომი არის ის, რაც აშშ-ს უნდა, იქნება ეს სატარიფო, სავაჭრო ომი თუ სხვა ომი, ჩვენ ბოლომდე ბრძოლისთვის მზად ვართ" - ჩინეთის საელჩო აშშ-ში

"თუ ომი არის ის, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა, იქნება ეს სატარიფო, სავაჭრო ომი თუ სხვა ომი, ჩვენ ბოლომდე ბრძოლისთვის მზად ვართ" - ამის შესახებ განცხადება ამერიკაში ჩინეთის საელჩომ გაავრცელა.

"X-ზე გავრცელებულ ტექსტში ნათქვამია, რომ "თუ შტატებს ნამდვილად სურს ფენტანილის პრობლემის მოგვარება, მაშინ უმჯობესი იქნება ჩინეთთან კონსულტაციები დაიწყოს".

ამასთან ერთად, განცხადება გაავრცელა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, სადაც აღნიშნულია, რომ "აშშ ფენტანილის საკითხს ჩინურ იმპორტზე ტარიფების გაზრდისთვის სუსტ საბაბად იყენებს“.

ცნობისთვის, გუშინ დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ჩინურ საქონელზე ტარიფების გაორმაგებას, 10%-დან 20%-მდე გაზრდას, ითვალისწინებს. ჩინეთმა გარკვეული სახის ამერიკულ საქონელზე საპასუხო ტარიფების დაწესების შესახებ გამოაცხადა.

დღის ამბები