09 მარტი 2025,   19:10
ვრცლად
"ევროკავშირმა გააკეთა ის, რაც ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა მიუნხენში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა - სცადა საქართველოში არჩევნების გაუქმება" - ამერიკული გამოცემა American Thinker

ევროკავშირმა გააკეთა ის, რაც ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა მიუნხენში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა - სცადა საქართველოში არჩევნების გაუქმება - ამის შესახებ სტატიას ამერიკული კონსერვატიული გამოცემა American Thinker აქვეყნებს.

მასში ნათქვამია, რომ "ევროკავშირმა და ბაიდენის ადმინისტრაციამ წამოიწყეს უპრეცედენტო შეტევა ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოს, საქართველოს წინააღმდეგ - ამის რეალური მიზეზი არ არის დემოკრატიაზე ზრუნვა, არამედ პოლიტიკური ბრძოლა".

სტატიაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველო დასაჯა სანქციებზე არ მიერთებისთვის, პრაგმატული საგარეო ურთიერთობების გატარებისთვის, კონსერვატიული შიდა პოლიტიკისა და სამოქალაქო სფეროს გამჭვირვალობის მოთხოვნისთვის.

"ევროპარლამენტმა გამოსცა რეზოლუცია არჩევნების შედეგების დაგმობით და საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ ვადამდელი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა, მიუხედავად იმისა, რომ ხმების 90% დათვლილია ნიდერლანდური ელექტრონული სისტემით, რომელიც თავად ევროკომისიის მიერ არის რეკომენდებული საქართველოს ხელისუფლებისთვის. უფრო მეტიც, ევროპარლამენტის რეზოლუცია გამოიცა ეუთოს დამკვირვებელთა მისიის საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებამდე და არ აღმოაჩინა არჩევნების სისტემატური გაყალბების მტკიცებულება", - აღნიშნულია სტატიაში.

აქვე ნათქვამია, რომ "საქართველოს არ სურს, უკრაინის ბედი გაიზიაროს და იბრძვის მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური ურთიერთობებისთვის. საქართველო მზადაა, შეიძინოს მეტი ამერიკული იარაღი და აღადგინოს პარტნიორობა აშშ-ისა და ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემისა და საერთო ინტერესების საფუძველზე. დროა, ჩავერთოთ გეოპოლიტიკაში ისე, როგორც ეს არის გამიზნული - არა ლიბერალური დემოკრატიის ექსპორტითა და არჩევნებში ჩარევით, არამედ უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ზომებით და ძლიერი ეკონომიკური თანამშრომლობით", - წერია სტატიაში. 

დღის ამბები