01 თებერვალი 2025,   15:47
ვრცლად
"დროებითი საგამოძიებო კომისია, გამჭვირვალედ საზოგადოებას დაანახებს იმ სისტემური დანაშაულის უმძიმეს ზღვარს, რომელიც საქართველომ საკუთარ თავზე განიცადა 2012 წლამდე"- დავით მათიკაშვილი

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას, "ქართული ოცნება" ორშაბათს, ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირებს. კომისიამ რომელიც ექვსი თვის განმავლობაში იმუშავებს, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ჩადენილი ქმედებები უნდა გამოიძიოს.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კომისია, საჯაროდ, გამჭვირვალედ საზოგადოებას დაანახებს იმ სისტემური დანაშაულის უმძიმეს ზღვარს, რომელიც საქართველომ საკუთარ თავზე განიცადა 2012 წლამდე:

"ახალგაზრდების პირდაპირ ქუჩაში დახოცვა, გაუპატიურება, ბიზნესის წართმევა, მედიაზე ზეწოლა - ამ ყველაფერმა უმძიმესი როლი ითამაშა ჩვენს სახელმწიფოზე, გამორჩეულად ეს იყო 2008 წელი და ის დანაშაულები, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ ჩაიდინა. შესაბამისად, არის მიღებული გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნის და ეს კომისია, საჯაროდ, გამჭვირვალედ საზოგადოებას დაანახებს იმ სისტემური დანაშაულის უმძიმეს ზღვარს, რომელიც საქართველომ საკუთარ თავზე განიცადა 2012 წლამდე,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.

საბოლოოდ, სამუშო ჯგუფი პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას მოამზადებს. პროცესს ბარიერგადალახული ოპოზიცია ემიჯნება.

დღის ამბები