სლოვაკეთის ხელისუფლება უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" მეთაურს, მამუკა მამულაშვილს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს და მას ქვეყანაში შესვლას უკრძალავს.
მედიის ინფორმაციით, რობერტ ფიცომ შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე აჩვენა ფოტო, რომელზეც მამუკა მამულაშვილთან ერთად არიან ის პირები, რომელიც მათი თქმით, პროტესტის უკან დგანან.
ფიცოს განცხადებით, "ქართული ლეგიონი" უკრაინულ კონტრ-დაზვერვასთან არის დაკავშირებული.