01 თებერვალი 2025,   17:38
ვრცლად
"საგამოძიებო კომისიის შექმნა და პროცესი, აუცილებლად უნდა იყოს და იქნება ნიურნბერგის პროცესის მსგავსი" - გურამ მაჭარაშვილი 

მომავალ კვირაში განისაზღვრება დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის გრაფიკი და მიმართულებები. მუშაობის პერიოდში კი დაგეგმილია მოწმეების, მათ შორის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების დაბარება და გამოკითხვა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა და პროცესი, ნიურნბერგის პროცესის მსგავსი უნდა იყოს:

"კოლექტიური ნაცმოძრაობის გასასამართლებლად, უკვე არსებობს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის საერთაშორისო სასამართლოსა და ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებები. თვითონ კოლექტიური ნაცმოძრაობის ლიდერების აღიარებითი ჩვენებები, მოწმეთა ჩვენებები 2008 წლის ომის დროს და მოლოდინია, რომ დამატებითი მტკიცებულებებიც იქნება იმისა, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა ამ კომისიის დასკვნისა და შემდგომ უწყებების გაგრძელების საფუძველზე, უკვე აღარ უნდა არსებობდეს ქართულ პოლიტიკაში. საგამოძიებო კომისიის შექმნა და პროცესი, აუცილებლად უნდა იყოს და იქნება ნიურნბერგის პროცესის მსგავსი,"- აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები