01 თებერვალი 2025,   17:55
ვრცლად
შსს: ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე, სამართალდამცველები თბილისის მასშტაბით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ

სამოქალაქო აქტივისტების სახლებში პოლიცია ჩხრეკას ატარებს. ამის შესახებ ისინი სოციალურ ქსელში თავად წერენ. ჩხრეკას ერთ-ერთი მათგანის სახლში, ადვოკატიც ესწრება.

შსს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით და 226-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველები თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ხორციელდება საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების პირადი და სახლების ჩხრეკა.

დღის ამბები