"იუესეიდი" იყო სწორედ ის ორგანიზაცია, საიდანაც შავი ფული რევოლუციებისთვის, არეულობებისთვის არამარტო საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც ირიცხებოდა, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას საგარეო დაფინანსებას 90 დღით შეჩარებაზე.
მათ შორის საუბარია საერთაშორისო განვითარების სააგენტოზე, რომლის გავლითაც ფინანსური ტრანშები ხშირ შემთხვევაში ქართულ არასამთავრობოებში მოდის.
"მინდა საზოგადოებას შევახსენო განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში, ჩვენი "ხალხის ძალის" განცხადებები, რომ საქართველოში ტრიალებდა შავი ფული, ჯერჯერობით ამ დრომდე ნაწილობრივ მაინც ტრიალებს და ამ შავ ფულს სჭირდებოდა რეგულაცია, სწორედ ამიტომ შემოვიტანეთ გამჭვირვალობის კანონი, რომელზეც ამბობდნენ რუსული კანონიაო. ტრამპმა ამ გამჭვირვალობის აღსასრულებლად მიიღო ბრძანება.
"იუესეიდი" იყო სწორედ ის ორგანიზაცია, საიდანაც შავი ფული რევოლუციებისთვის, არეულობებისთვის არამარტო საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც ირიცხებოდა, აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის გადაწყვეტილების საფუძველი იქნებოდა ის, რომ კონტროლქვეშ მოექცეს, მათ შორის, "იუესეიდის" მიერ თანხების გადარიცხვა,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.