ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფისთან, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილი არიან მზია ამაღლობელის მეგობრები, კოლეგები და მხარდამჭერები. მათ კიდევ ერთხელ მოითხოვეს დაკავებული ჟურნალისტის გათავისუფლება. თქვეს, რომ შიმშილობის მეოცე დღეს მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ამის შემდეგ, აქციის მონაწილეები სხვა გამოსვლებს შეუერთდებიან.
შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი პოლიციაზე თავდასხმისთვის დააკავეს. პროტესტის ნიშნად, ის უკვე მე-20 დღეა, რაც შიმშილობს.