16-ე პენიტენციურ დაწესებულებაში კულინარიული ნაწარმის მომზადების ტექნოლოგიის შემსწავლელი კურსი დასრულდა.
მსჯავრდებულებს გადაეცათ სერტიფიკატები, რაც მათ საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ დასაქმების შესაძლებლობას მისცემს. პროექტში ჩართულმა 20-მა მსჯავრდებულმა ქართული და ევროპული სამზარეულოს სხვადასხვა სახეობის კერძის მომზადება პროფესიულ დონეზე შეისწავლა.
პროგრამა მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ინიციატივითა და კოლეჯ "იკაროსის" ხელშეწყობით ჩატარდა.