01 თებერვალი 2025,   01:59
ვრცლად
ზამთრის სპორტის განვითარებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა შეიქმნა - მამუკა ხაბარელი

საორგანიზაციო კომიტეტი პრაქტიკულად უკვე მზად არის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობისთვის, საქართველოს 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი ეწვევა - მამუკა ხაბარელი

ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა შეიქმნა საქართველოში, ზამთრის სპორტის განვითარების მიმართულებით. აშენდა ორი, სრულიად ახალი საერთაშორისო სტანდარტის ყინულის მოედანი, ერთი თბილისში და მეორე ბათუმში, ბაკურიანში კი უნიკალური საშეჯიბრო არენა ბიატლონის და ქროს ქანთრისთვის,- ამის შესახებ ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის “ბაკურიანი 2025“ საოგარნიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

როგორც მამუკა ხაბარელმა აღნიშნა, საქართველო პრაქტიკულად უკვე მზად არის შეჯიბრის მასპინძლობისთვის და ქვეყანას ფესტივალის ფარგლებში, 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი ეწვევა.

"პრემიერ–მინისტრს მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია. საორგანიზაციო კომიტეტი პრაქტიკულად უკვე მზად არის შეჯიბრის მასპინძლობისთვის. ჩვენი გუნდი უკვე შესულია საშეჯიბრო არენების მოსაწყობად და პირველ დელეგაციებს საქართველოში ველოდებით 4 რიცხვიდან, დავხვდებით მათ, განაწილდებიან ათლეტთა სოფელში და 6 რიცხვიდან უკვე დაგეგმილია პირველი შეჯიბრი ყინულის ჰოკეიში გოგონათა გუნდი დაიწყებს შეჯიბრს, 9 თებერვალს იქნება ოფიციალურად ფესტივალის გახსნის ღონისძიება და 10-დან ყველა სპორტის სახეობა დაიწყებს შეჯიბრებებს.

ზამთრის სპორტის განვითარების მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა შეიქმნა საქართველოში. უშუალოდ ფესტივალი 8 სპორტის სახეობას მოიცავს, აშენდა ორი სრულიად ახალი, საერთაშორისო სტანდარტის ყინულის მოედანი, ერთი თბილისში და მეორე ბათუმში, ბაკურიანში კი აშენდა ბიატლოის და ქროს ქანთრისთვის უნიკალური საშეჯიბრო არენა. ფესტივალის ფარგლებში საქართველოს 45 ქვეყნის წარმომადგენელი ეწვევა, ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია ზამთრის სახეობებისთვის. ევროპის ოლიმპიურ კომიტეტეტბში სულ 50 ქვეყანაა გაწევრებული და მათ შორის 45 იღებს მონაწილეობას ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში. 1000-მდე სპორტსმენი და 2000-მდე დელეგაციის წევრი ჩამოვა. საკმაოდ შთამბეჭდავი ღონისძიება გველის წინ,"- აცხადებს მამუკა ხაბარელი. 

დღის ამბები