ვაჭრობა, ტრანსპორტი, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - ეს იმ მიმართულებების არასრული ჩამონათვალია, რომელმაც საქართველოში ეკონომიკური მონაცემები გაზარდა. "საქსტატის" ინფორმაციით, 2024 წელი ქვეყანამ თითქმის ორნიშნა მაჩვენებლით დაასრულა. გასული თვის სტატისტიკა კი 6.8 მეათედი პროცენტით განისაზღვრა.
ეკონომიკის მზარდ დინამიკას, ხელისუფლების სწორ რეფორმებს უკავშირებს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ნებისმიერი მიმართულებით საქართველოს წარმატება, სწორედ ეკონომიკურ მაჩვენებლებზეა დამოკიდებული.
"საქსტატის" ოფიციალური მონაცემებიდან გამომდინარე, მიმდინარე წელსაც დადებით პროგნოზს აკეთებენ მთავრობის ეკონომიკურ გუნდში. ამბობენ, რომ 2024-ის მსგავსად, ამ მიმართულებით მიმდინარე წელიც გამორჩეული იქნება.
მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლების ფონზე, ინვესტიციების ზრდის მიმართულებაზე აკეთებენ აქცენტს ექსპერტები. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ არსებულ სტატისტიკას, სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდაზეც დადებითი გავლენა ექნება.
ეკონომიკური ზრდის განახლებულ მონაცემებს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური თებერვლის ბოლოს გამოაქვეყნებს.