01 თებერვალი 2025,   17:37
ვრცლად
ცნობილია ვისთან გამართავს ამერიკის პრეზიდენტი პირველ ოფიციალურ შეხვედრას

უკვე ცნობილია ვისთან გამართავს ამერიკის პრეზიდენტი პირველ ოფიციალურ შეხვედრას -  ეს ბენიამინ ნეთანიაჰუა. ტრამპი ნეთანიაჰუს 4 თებერვალს უმასპინძლებს, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის და ისრაელის პრემიერის შეხვედრა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ პირველი უცხოელი ლიდერია, რომელმაც თეთრ სახლში შეხვედრის შესახებ დონალდ ტრამპისგან მიწვევა მიიღო.

"უკვე შემიძლია დავადასტურო, რომ პრემიერ მინისტრი ნეთანიაჰუ პრეზიდენტ ტრამპს ხუთშაბათს, 4 თებერვალს შეხვდება. დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანი ამას დიდი ხანია ელოდება," - აცხადებს თეთრი სახლის პრესმდივანი, კაროლინ ლევიტი.

დღის ამბები