ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილება და ქართული კონტექსტი - დონალდ ტრამპი საგარეო დაფინანსებას 90 დღით აჩერებს, მათ შორის საუბარია საერთაშორისო განვითარების სააგენტოზე, რომლის გავლითაც ფინანსური ტრანშები ხშირ შემთხვევაში ქართულ არასამთავრობოებში მოდის.
"რატომაც არ უნდოდათ გამჭვირვალობა უკვე დღესავით ნათელია" - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი და აღნიშნავს, რომ საერთაშორისო დახმარებები ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური მიზნების უკანონოდ მიღწევისათვის გამოიყენებოდა:
"სამწუხაროდ, საერთაშორისო დახმარებები, მათ შორის საგრანტო დახმარებები, ხშირ შემთხვევაში გამოიყენებოდა არა საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო მიზნებისათვის, არამედ პოლიტიკური მიზნების უკანონოდ მიღწევისათვის. მათ შორის ე.წ. ფერადი რევოლუციების მომზადება-მოწყობისათვის. ეს არის რეალობა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით და გვეუბნებოდნენ, რომ გამოგონილ თემებზე საუბრობთო. რატომაც არ უნდოდათ ეს გამჭვირვალობა დღეს უკვე დღესავით ნათელია,"- აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.