01 თებერვალი 2025,   17:56
ვრცლად
"ჰამასმა" და ისრაელმა პატიმრები და მძევლები მეოთხედ გაცვალეს - დღეს სახლში 3 ისრაელელი მძევალი დაბრუნდა

"ჰამასსა" და ისრაელს შორის, უკვე მეოთხედ, პატიმრებისა და მძევალთა გაცვლამ მშვიდობიანად ჩაიარა. დღეს სახლში 3 ისრაელელი მძევალი დაბრუნდა, მათ შორის ერთ-ერთი როგორც ისრაელის, ასევე შეერთებული შტატების მოქალაქე იყო.

სახლში დაბრუნებულები უკვე იღებენ საჭირო სამედიცინო დახმარებას.

ისრაელსა და "ჰამასს" შორის შეთანხმება 19 იანვრიდან ამოქმედდა. შეთანხმება ითვალისწინებს ცეცხლის შეჩერებასა და ეტაპობრივად მძევლებისა და პატიმრების გაცვლას. შეთანხმების ვადა 18 თებერვალს იწურება.

დღის ამბები